ეპიდაფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში - კორონავირუსით 200-ზე მეტი სამხედროა ინფიცირებული

გამოქვეყნდა:

ეპიდაფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში - ერთდროულად 200-ზე მეტ სამხედროს სოხუმის სამხედრო ბაზაზე, კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები სოჭისა და კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალებში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ვირუსის გავრცელების კერა სამხედრო წვრთნები გახდა, რომელიც გუდაუთის ბაზაზე 1 კვირის წინ ჩატარდა.

ვირუსის გავრცელების საფრთხეა ოჩამჩირეშიც, სადაც 3 დღის წინ, სწორედ სოხუმის სამხედრო ბაზიდან ჩაიყვანეს როტაციის მიზნით მორიგე სამხედროები.

ოკუპანტები ვირუსის გავრცელებას ადასტურებენ, თუმცა მასშტაბებს მალავენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი