დმანისში ისევ პოლიციაა მობილიზებული. მიზეზი ადგილობრივებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

ქვემო ქართლის პოლიციას ძალადობის ბრალდებით 4 პირი ყავს დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  10 ივნისს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ ადგილობრივს და მის თანმხლებ პირებს.  

დაზარალებულების ინფორმაციით, მათ სერიოზული დაზიანებები არ აქვთ. დეტალებზე საუბრისაგან კი თავს იკავებენ.

დმანისის მერი ამბობს, რომ ადგილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. მისივე თქმით, არაფერი იცის არც 10 ივნისის ჩხუბზე და დაკავებულებზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი