კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოკატასტროფის მიზეზი შესაძლოა სატვირთო ავტომობილის გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გახდა. მომხდარის დეტალებს "მთავარს"თვითმხილველები უყვებიან და ამბობენ, რომ გაიგეს სატვირთოს მძღოლის ყვირილის ხმა
"იქიდანვე იძახდა, ზემოდან, რომ ტორმუზი არ მიჭერსო და განწირული ხმით ყვიროდა, ტორმუზი არ მიჭერს და მომეხმარეთო",- ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე 32 წლის მამაკაცი კი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში გუშინ მოხდა, არსებული ინფორმაციით, სატვირთო ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა
ამავე თემაზე: