სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა კაცი ბარძაყის არეში სავარაუდოდ დანით, დაჭრეს. შემთხვევა  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს იარაღიც. 

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის მედიასთან არც მიზეზებზე საუბრობს და არც იმ პირის ვინაობაზე, ვინც დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია.

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე არკვევს.

მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო - 117-ე, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236 - ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების მუხლებით. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი