თამარ ბაჩალიაშვილის საქმის წარმოუდგენელი განვითარება | ნიკა გვარამია გადაცემებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" ანონსებს, რომ დღეს, "პოსტფაქტუმის" შემდეგ, ბაჩალიაშვილის საქმის "წარმოუდგენელი განვითარება" "მთავარ აქცენტებში" გაგრძელდება.

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის წარმოუდგენელი განვითარება! ჯერ პოსტფაქტუმში, შემდეგ მთავარ აქცენტებში! არ გამოტოვოთ!",- წერს ნიკა გვარამია. 

რაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი, იყო თუ არა ის დასაქმებული კომპანიაში, რომელიც, რეალურად უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა. თუ ის სუს-თან თანამშრომლობდა და ის ინფორმაციას უკანონოდ მოიპოვებდა. უკავშირდება თუ არა მისი სიკვდილი კომპანიის ფარულ საქმიანობას - იხილეთ დღეს, 21:00 საათზე გადაცემაში "პოსტ ფაქტუმი", მისი დასრულების შემდეგ კი გადაცემაში "მთავარი აქცენტები".

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი