ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

ის წერს, რომ 12 ივნისს გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, სადაც თითქოს მან თქვა, რომ "მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება". ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ციტატა სიცრუეა და მიზნას მოსახლეობის გაღიზიანებასა და "საქართველოში კოვიდპანდემიის წარმატებულ მართვაზე ჩრდილის მიყენებას" ისახავს.

ჩვენ არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებს და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ რათა, ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

შედეგიც სახეზეა - საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ მანძილზე ყველანაირი შეზღუდვები იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ხოლო ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მხოლოდ მინიმალური დროით. და ამას ქვეყანამ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც დაბალია, - წერს ცერცვაძე.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძის ამ განცხადების პარალელურად, საქართველოში, უკვე 7 თვეზე მეტია, კომენდანტის საათი მოქმედებს და მოსახლეობას ღამის საათებში გადაადგილება ეკრძალება. ამ დროისთვის, დაწესებული შეზღუდვა 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი