
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით აღმაშენებლის ხეივანზე. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ვოლტის" მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაზიანებები მიიღო "ვოლტის" კურიერმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.