ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 160 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,8 მილიონზე მეტი.