
დედაქალაქის ნახევარს ამ წუთებში ელექტროენერგია არ მიეწოდება. ფაქტს "მთავარ არხს" "თელასში" უდასტურებენ. თბილისში შუქი ერთდროულად რამდენიმე უბანში ჩაქრა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისის ბევრ უბანში დენი არაა, თუმცა პრობლემა მათ ხარვეზს არ უკავშირდება.
"თელასში" ამბობენ, რომ დენი მათაც არ მიეწოდებათ, რომ თავის მხრივ მომხმარებლებს მიაწოდონ. ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხარვეზი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელექტრომომარაგება შეწყვეტილია რეგიონებშიც.
ამავე თემაზე: