საქალაქომ გიორგი მუმლაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის პროცესი დასრულდა. შესავალი სიტყვით ისარგებლეს მხარეებმა. დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმის განხილვა 22 ივლისს გაგრძელდება.

მუმლაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. იგი სხვა აქტივისტებთან ერთად 14 აპრილის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი