საიდუმლო აგენტი, რომელიც სპეც.სამსახურმა თავიდან მოიშორა თუ ჰაკერი, რომელიც პირადი მონაცემების უკანონო მოპოვების სქემაზე მუშაობდა - ან შესაძლოა ორივე ერთად. 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები მისი საქმიანობის სხვადასხვა ვერსიის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, თვითმკვლელობას ფაქტობრივად გამორიცხავს.
გარემოებები ახლა უკვე ნათლად აჩვენებს, რომ ბაჩალიაშვილის სიკვდილით შესაძლოა ვინმე ყოფილიყო დაინტერესებული და დიდი ალბათობით ეს დაინტერესებული მხარე სპეც.სამსახურია. "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტისა და გადაცემის შემდეგ ჩნდება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა - განაახლებს თუ არა გამოძიებას პროკურატურა, რომელმაც საქმე ფაქტობრივად გააყალბა და დაჩქარებული წესით თაროზე შემოდო.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.
იხილეთ ასევე: