ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას, კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

გამოქვეყნდა:

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს, მკვლელობის დაფარვასაც ედავებიან. საქმე ეხება 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის დაფარვას.

ადვოკატის განმარტებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, ადამიანს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენონ ბრალი, რომლის ჩადენისთვისაც ის მსჯავრდებულია. ამ ეპიზოდზე სასამართლო სხდომები 2017 წლის შემდეგ არ გამართულა. მსჯელობა დღეს იწყება, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. უფლებადამცველი ისევ პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

"მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ფაქტობრივად ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მაგრამ მისი გაღვიძება გამოწვეულია პოლიტიკურ არენაზე გიორგი გახარიას გამოსვლის გამო. გამოძიებამ ვერაფერი ახალი ვერ მოიპოვა, გარდა 2017 წლის პირველ დეკემბერს მიცემული გუგა ბარბაქაძის ჩვენებისა. აქაც ამ ჩვენების გასამყარებლად სჭირდებათ ზეწოლა განახორციელონ კალანდიაზე, შესაძლოა შესთავაზონ საპროცესო შეთანხმება, რაიმე მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მაგრამ კალანდიამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა",- თქვა ზურა თოდუამ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავედ 2020 წლის 25 თებერვალს ცნო. მას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე მიხეილ კალანდიასთან ერთად ორი არასრულწლოვანი - გ.ჯ და გ.ბ. არიან მსჯავრდებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი