დაზიანებები მაქვს, ოთახში ვიყავი ჩაკეტილიო - პატიმარი ოჯახს შველას სთხოვს

გამოქვეყნდა:

პატიმარი ფრიდონ კახაძე ოჯახს შველას სთხოვს. იგი ნათესავებს გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ პრობლემები და დაზიანებები აქვს. პატიმარი უკვე 3 თვეა ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ფრიდონ კახაძის ცოლის თქმით, სახაზინო ადვოკატმა დახმარებაზე უარი უთხრა და ოჯახი ახლა შველას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს.

"დღეს დილით დამირეკა, რატომ არ მირეკავდი-მეთქი. მითხრა, დაზიანებები მაქვს, ოთახში ვიყავი ჩაკეტილიო, თუ რამე მოხდება ამათი ბრალი იქნებაო. ზეწოლაა მასზე, რადგან აღიაროს რაც არ ჩაუდენია ის, ყველა მივმართავ ბოლომდე ვიბრძოლებ, მინდა, რომ სამართლიანად მოექცნენ",- ამბობს კახაძის ოჯახის წევრი. 

ცნობისთვის, კახაძე ძარცვის ბრალდებითა დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი