ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 177 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 161 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,8 მილიონზე მეტი.