მოლებთან კონსულტაციები დაწყებულია - ვაქცინაციის პროგრამა ივლისიდან გაფართოვდება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. მისი თქმით, მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ამცრელი პუნქტების შექმნა და ამცრელი ბრიგადების დამატება. 

"ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება. ყველაზე ნაკლები დამატებითი საჭიროება არის თბილსში, თუმცა თბილისში დღეს მაღალი მოთხოვნის გამო როგორც ვიცით ადგილები მუდმივად შევსებულია. [...]

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან, ასევე, გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, იგეგემბა დამატებითი ადგილების შექმნა ვაქცინაზე რეგისტრაციისთვისაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი