2021 წელს ეროვნულ გამოცდების პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასუტრდებათ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
"საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა", - აღინიშნავს სამინისტრო.
მიცკევიჩის განმარტებით, პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში ვირუსი დაუდასტურდებათ საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, შესაბამის საგანში გამოცდას არაუადრეს 2 კვირისა ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, წელსაც მოეწყობა საკარანტინე სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19.
სამინისტრო შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს:
ცნობისთვის, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება