ოკუპირებულ აფხაზეთში 2 რუსი ტურისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში 2 რუსი ტურისტი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას რესტორან პანსიონატში მოხდა. 

არაფხიზელ მდოგმარეობაში მყოფი დიმიტრი ფილია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და პისტოლეტის ტიპის იარაღიდან დაახლოებით, 10 წუთი ისროდა.

სროლას წინ უძღოდა ჩხუბი და სიტყვიერი შელაპარაკება რუს ტურისტებთან. არებული ინფორმაციით, ფილია უმისამართოდ ისროდა რის გამოც ფეხში თავადაც დაიჭრა.

დაშავებული რუსი ტურისტების მდგომარეობა მძიემა. 

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი