მკვლელობა მუხრანში - მეზობლებს შორის კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის შემდეგადაც ერთი კაცი გარდაიცვალა. დღეს დილით კი, გარდაცვლილის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩუგუაშვილების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარს ადგილობრივები ერიდებიან. მათი თქმით, არ იციან მიზეზი, რის გამოც, თანასოფლელი დავით ჩუგუაშვილს გაუსწორდა.
სავარაუდო ვერსიად ბიზნესი სახელდება, რადგან ჩუგუაშვილს ხორცის მაღაზია აქვს. რამდენიმე დღის წინ მას თანასოფლელთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა გუშინ გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია შემთხვევის ადგილზე დღესაც სამართალდამცავები მუშაობდნენ.