კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები - სოფელი გეტა ხვალიდან ჩაიკეტება

გამოქვეყნდა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში ხვალ მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედდება. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევებია.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, დილის 6 საათიდან სოფელი იზოლაციაში მოექცევა და დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება.

"ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისთვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8; მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“, - წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი