სროლა ქუთაისის ცენტრში - ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ შემოავლეს სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტი გზაზე მდგარ ავტომობილს.
გაჩერებაზე ვიდექი, სახლში მივდიოდი და უეცრად შემომესმა ხმამაღალი საუბრის, ჩხუბის ხმა და რამდენიმე გასროლა. წამიერად, რა თქმა უნდა, ატყდა აურზაური, ასე ვთქვათ. რის შედეგადაც, მიიმალა ეს ადამიანი, რომლის დანახვაც, პირადად მე ვერ შევძელი, ვინ ისროლა ან ვის მოხვდა არ ვიცი. რამდენიმე მოკლე გასროლა იყო, საკმაოდ ხმამაღალი, - ამბობს თვითმხილველი.
ბრალდებული პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.