
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ "მთავარს" ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ დადასტურებულ 15 შემთხვევას კიდევ ორი დაემატრა და ჯამში, რეგიონში, 17 ახალი ფაქტია დაფიქსირებული.
მეშველიანის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის ცხრა, ხოლო გეტაში რვა შემთხვევა ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხვალ დილის 6 საათიდან სოფელი გეტა ჩაიკეტება და დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება.
ახალი მონაცემები ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით ასახული არ არის და სავარაუდოდ მოგვიანებით შეიცვლება. stopcov.ge- ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში 667 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.