გაზრდილი კრიმინალის გამო მარნეულის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და პოლიციისგან რეაგირებას ამ ფორმით ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქურდების და მძარცველების შიშით ღამით ვეღარ იძინებენ. ბინების გატეხვამ სოფლებში სისტემატიური სახე მიიღო, ერთ-ერთი ოჯახი უკვე რამდენჯერმე გაქურდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიცია უმოქმედოა, ან დამნაშავეებს მფარველობს.