საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესია - სხდომაზე ზუკა გუმბარიძეს დაკითხავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. "რუსთავი2"-ის საქმეზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესია. სხდომაზე  საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბარიძეს დაკითხავენ.

"დღევანდელი პროცესი არის გაგრძელება საქმის, რომელიც მიმდინარეობს ინტერმედიისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, მე დღეს კიდევ ერთხელ გამოვიკითხები როგორც მოწმე, მე არ ვიცი რა დამატებითი კითხვები უნდა დასვას პროკურატურამ", - თქვა გუმბარიძემ პროცესის დაწყებამდე.

ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ პროცესზეც მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბრალდების აბსურდულობას დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი