COVID 19 ბოლნისში - სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტაში - დილის 6 საათიდან ბოლნისის სოფელში შესვლა-გასვლა მკაცრად კონტროლდება.

გეტას ჩაკეტვის  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, სადაც გუშინ საღამოს ახალი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ინფიცირებულებიდან ცხრა მუშევანიდაა, რვა კი გეტას კლასტერია. პაციენტებიდან სამი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 667
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 383
  • მათ შორის გარდაცვლილი - 12
  • კარანტინის რეჟიმში - 3873
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი