"ამ პროცესზე ლაპარაკს აზრი არ აქვს... პანსიონის და სხვა ბავშვების სარჩელები რომ მოდის, იქ მაინც იყვნენ პოლიტიკურად მიუკერძოებლები," - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს.
ამ პროცესზე ლაპარაკს მემგონი აზრი არ აქვს, ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი და მოსამართლე არ ეკუთვნის საკუთარ თავს. ერთადერთი, რაც მინდა ვთხოვო ყველა მოსამართლეს ქვეყანაში, არა ამ საქმესთან დაკავშირებით, პანსიონის და სხვა ბავშვების სარჩელები რომ მოდის, იქ მაინც იყვნენ პოლიტიკურად მიუკერძოებლები, ეს არის ყველა ჩვენი შვილები და მათ ნაცვლად ვთხოვ, რომ ეს პროცესები განიხილონ ობიექტურად. ჩემთან დაკავშირებით ილუზიები არ მაქვს, - ამბობს ნიკა გვარამია.
ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი, ე.წ. "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მოწმე, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე გამოკითხეს, რომელმაც თქვა, რომ "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გარკვეული ზეწოლა მედიასაშუალებაზე".