
რუსთავში მამამ შვილს ქამრით სცემა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. 40 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, საკუთარი შვილი, 12 წლის ბიჭი ქამრით სცემა.
მათივე ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, მამის მიმართ შვილის დაუმოჩილებლობა გახდა. ფაქტის შესახებ მეზობლებმა გაიგეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
"ინფო რუსთავი" წერს, რომ მამაკაცი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარედგინა.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში აზუსტებს.