უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) საქართველოში ვიზიტამდე სავალდებულო PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდება. ამასთან მათ საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ მოუწევთ.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 16 ივნისის დადგენილებაში შევიდა.
"საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან",-ნათქვამია დოკუმენტში.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.