"მთავარი არხის" ინფორმაციით დღის ბოლომდე, გუმათის დასახლებაში რკინის ბარიკადებს აიღებენ. ლითონის კედლებით, ორად გაყოფილი ხეობაში პოლიცია ბარიკადების დემონტაჟს დღეს მოახდენს.

ამის შემდეგ ჰესის მოწინააღმდეგეები ნამოხვანში წასვლას და პროტესტის იქ გაგრძელებას გეგმავენ, სადაც გიგანტური ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს.

გასულ კვირას ევროკავშირის, ხელისუფლების და რიონის ხეობის მცველების შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელისუფლებამ დრო 18 ივნისამდე ითხოვა. რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები 14 აპრილს აღმართეს და ხეობის მცველებს გადაადგილების უფლება აეკრძალათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი