ჩემი მთავარი მიზანია დავამტკიცო, რომ არც ციანიდი მქონია და არც ვინმეს მოკვლას ვაპირებდი - ეს არის დეკანოზ გიორგი მამალაძის მთავარი გზავნილი, გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან. მსჯავრდებულ სასულიერო პირს დღეს ადვოკატი შხევდა და სტრასბურგის სარჩელი გააცნო.
გლდანის სამკურნალო დაწესებულებასთან იმყოფებოდა დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძე ხელისუფლებისა და საპატრიარქოს პოლიტიკური მძევალია.
"მეუფე იაკობი მთელი თვისი არსებით არის სამარცხვინო პიროვნება. ჩემი ძმის საქმეში კონკრეტულად ეს ადამიანი იყო ცრუ ჩვენებებით [...] მეუფე იაკობის შეთითხნილი იყო და გოგაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა მეუფე იაკობს, რომ ჩემი ძმა მოეშორებინათ საპატრიარქოდან. ეს, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანები არიან შეშინებულები",- თქვა თორნიკე მამალაძემ.
თავად მეუფე იაკობი ამბობს, რომ მას ე.წ. ციანიდის საქმეზე "საუბარი აღარ სურს".
სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.
ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს.