გვაქვს მოლოდინი, რომ სექტემბრიდან Novovax და Jonson&Jonson დაემატება ჩვენს არჩევანს - გაბუნია ვაქცინებზე

გამოქვეყნდა:

სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას. 

გაბუნიას თქმით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება.

„ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება, იმ კუთხით რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინების "ფართო ასორტიმენტი" დააანონსა დღეს მინისტრმა ტიკარაძემაც: "უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ. საუბარია როგორც Moderna-ზე, ისე Jonson&Jonson-სა და Novovax-ზე" - ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში ვაქცინაცია "ასტრაზენეკას", სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი