შეერთებულმა შტატებმა კიევისგან ომის დასრულების პირობების სია მიიღო, ახლა რუსეთისგან ელოდება - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
„ჩვენ კიევისგან სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია მივიღეთ და ის მოსკოვისგანაც უნდა მივიღოთ“, - თქვა მან და დასძინა, რომ ამის შემდეგ მხარეებს შორის, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურდა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ვატიკანში ჩატარებულიყო, თუმცა „მოსკოვმა უარი თქვა“.