შსს-ს მორიგი სკანდალი - სავარაუდო სუიციდის მცდელობა პოლიციაში

გამოქვეყნდა:

კადრები წერეთლის გამზირზე გამვლელმა გადაიღო. დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 განყოფილება დაკითხვაზე მყოფი 46 ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის შენობის მე-3 სართულიდან გადმოვარდა.

ოფიციალური ინფორმაციით მამაკაცს ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებდა და პოლიციაში უჩივლა. სამართალდამცავებმა კი გაჩეჩილაძე შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად დაიბარეს. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

ინფორმაციის გადამოწმება ყოფილ მეუღლესთან ვცადეთ. სოფო ჯანელიძის მეზობლები საუბრობენ, რომ ქალს კორპუსში ნაკლებად იცნობენ, თუმცა გუშინდელი დღის შემდეგ არ უნახავთ.

ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.

პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ახლა  სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ემუქრება. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.

გამოკითხვაში მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეწყვეტილი აქვთ თუ არა, ამ საკითხზე შსს-ში პასუხს არ გვცემენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი