"ციანიდის საქმე" სტრასბურგში - კითხვები, რომელიც ევროსასამართლოს აქვს

გამოქვეყნდა:

ისარგებლა თუ არა დეკანოზმა სამართლიანი მართლმსაჯულებით, რატომ იყო აუცილებელი სასამართლო სხდომების დახურვა და იყო თუ არა შერჩევითი სამართალი ქვეყანაში მაშინ, როდესაც მამალაძის ადვოკატებს საქმეზე საუბარს უკრძალავდნენ, ამ ფარულ ჩანაწერებს კი მედიასაშუალებებში ავრცელებდნენ. ყველა ამ კითხვის ადრესატი იუსტიციის სამინისტროა.

საქართველოს ხელისუფლება - ანუ მოპასუხე მხარე დასაბუთებას ამზადებს, მამალაძის ოჯახი კი სტრასბურგში მსჯავრდებულის გამართლების მოლოდინშია.

საპატრიარქოს ციანიდის საქმეზე საუბარი ახლა აღარ სურს. მეუფე იაკობი, რომელიც ხმაურიანი განცხადებების ავტორი და მამალაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა დღეს უკვე დუმს. საპატრიარქოს იურისტი კი გვარწმუნებს, რომ საქმეზე კომუნიკაციის დაწყება არაფერს ნიშნავს.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ეროვნულ დონეზე ციანიდის საქმის განხილვის შედეგად 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თავისუფლების აღკვეთის პარალელურად, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. გიორგი მამალაძე ორ წელიწადნახევარია პარალიზებულია და გლდანის სამკურნალო დაწესებულებაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი