ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

გამოქვეყნდა:

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" ავრცელებს.

„ესტონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაეხმარება. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა და ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს“, – წერია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 ცნობისთვის, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 900 000 დოზა სხვადასხვა ქვეყანა აჩუქოს, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირი წესით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი