სომხეთის 2-მა მოქალაქემ სარფში კონტრაბანდულად 56 253 ლარზე მეტის ოქრო შემოიტანა

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდა - საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრზე სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა "სარფის" გამშვები პუნქტის გავლით სამალავების გამოყენებით კონტრაბანტული ნაკეთობები შემოიტანეს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 508.66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56 253 ლარს აღემატება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი