საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევები 671-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ოთხით გაიზარდა და 671-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.gov.ge-ზე, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში, ინფიცირებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა. ახალი პაციენტებიდან 17 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფლიდან, გეტადან და მუშევანიდან არიან.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათთან ერთი ოჯახის სამი წევრი მოათავსეს. ისინი ბოლნისიდან გადაიყვანეს. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში ერთი პაციენტი იმყოფება, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 393-ია. გარდაცვლილია 12 პაციენტი.

COVID 19-ის სტატისიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 671
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 393
  • მათ შორის გარდაცვლილი - 12
  • კარანტინის რეჟიმში - 3873
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი