
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს ამ რანგში ბოლო ბრიფინგი გამართა. მას 4-წლიანი ვადა ეწურება. ჯანეზაშვილის თქმით, ბრძოლას არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმატში გააგრძელებს.
ჯანეზაშვილის თქმით, არ აპირებს შეეგუოს იმ სიტუაციას, რაც ქვეყნის სასამართლო სისტემაშია.
"არ ვაპირებ, რომ ამ 4 წლიანი საქმიანობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ სიტუაციას და იმ მდგომარეობას რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. ამიტომ, მე ვაპირებ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლო სქემაზე. მთავარი მიზანი ჩემი საქმიანობის ის იქნება, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ამავდროულად ეფექტიანი", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.