სახალხო დამცველი სასამართლო სისტემის შესაცვლელად რადიკალურ ცვლილებებს მხარს უჭერს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, თუ მიზანი კეთილშობილია სასამართლო სისტემის შესაცვლელად უფრო რადიკალური ზომების გატარებას მხარს უჭერს. ამ თემაზე კითხვას მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ უპასუხა.

"იმის გათვალისწინებით, რომ წლებია მიმდინარეობს გარკევული რეფორმები, ტალღები, თუ ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ არსებითი არათუ გაუმჯობესება არამედ კიდევ უფრო გაუარესებას ვხედავთ სასამართლო სისტემაში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ალბათ უფრო რადიკალური, ან უფრო მეტად ქირურგიული ჩარევები შეიძლება იყოს გამოსავალი და არა კონკრეტული ცვლილებები კანონდებლობაში, რომელსაც წლებია არ მოაქვს შედეგი ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ალბანეთის მაგალითი მოიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ წლებია ოპოზიცია და არასამთავრობოები სასამართლოში "კლანის" მმართველობასა და გავლენებზე საუბრობენ. ისინი ამ მომენტშიც მოითხოვენ, რომ უზენაესში უვადოდ მოსამართლეების გამწესების პროცესი შეჩერდეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი