ბავშვის წამება - პროკურატურამ დაკავებულ წყვილს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ 6 წლის ბავშვის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.",- წერია პროკურატურის  განცხადებაში.

მოძალადე წყვილი  მ.დ. და ა.ს. სამართალდამცველებმა 18 ივნისს დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად  ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის  ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია - ნათქვამია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი