
სათამაშოების ყუთში აღმოჩენილი კაბელების გამო მოქალაქეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ელის. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სამართალდამცველები ბინის გასაჩხრეკად შეუვარდნენ და გულმოდგინედ ეძებდნენ იარაღს. ერთადერთი ტელეფონი, რომლითაც ოჯახის წევრები ჩხრეკას იღებდნენ, პოლიციელებმა ძალით წაიღეს, ტელეფონში ყველა ფაილი წაშალეს, დააფორმატეს და ისე დაუბრუნეს დაკავებულის ნათესავებს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იარაღი სახლში ვერ იპოვეს, მაგრამ ის მაინც ციხეში გაუშვეს. მიზეზი კაბელია - რომელიც სამართალდამცველების მტკიცებით დეტონატორში მუხტის მისაწოდებლად გამოიყენება. ცხადია, ვერც დეტონატორი და მით უმეტეს ვერც ასაფეთქებელი საშუალება სათამაშოების ყუთში ვერ იქნებოდა. დენის კაბელისა და საეჭვოდ შეკერილი საქმის გამო კი ამ ადამიანს ახლა წლობით პატიმრობა ემუქრება.