დონორებმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს 320 მილიონ ლარამდე თანხა აჩუქეს - ერთადერთი მიზნით, რომ მთავრობამ მოსახლეობა აცრას. კოლოსალური თანხების მიუხედავად, რასაც ვაქცინაციისთვის გვჩუქნიან, დღემდე მოსახლეობის 5%-იც კი არაა აცრილი.
ხელისუფლება ერთი, რომ ვერ ახერხებს ვაქცინების საჭირო რაოდენობით ყიდვას, მეორე - ვერ არწმუნებს თავის მოქალაქეებს ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, რომ ვაქცინა ერთადერთი გზაა და ბოლოს, იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ ვისაც აცრა სურს - იმ ადამიანებამდე მაინც ვაქცინა შეფერხების გარეშე მივიდეს.
უკვე მეორე წელია, ყველა ერთად ვუყურებთ ვითომ წარმატებულ კრიზის მენეჯმენტს, და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში უკვე ფიქსირდება ინდური შტამი. რა გასაკვირია, რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა რეგიონებში, სადაც ვაქცინა კი არა ექიმთან ვიზიტიც კი პრობლემაა.
"შაბათის მთავარის" ექსპერიმენტმა მძიმე სურათი აჩვენა სოფლად. განსაკუთრებით კი საშიშია ვითარება მაღალმთიან სოფლებში. სოფელ ჩარგლის მაგალითზე ადგილობრივები იმუნიზაციის პროცესს უნდობლობას უხცადებენ, "ქართული ოცნების" მთავრობის კარჩაკეტილობამ ფშავლების სტუმართმოყვარეობას ვერაფერი დააკლო, ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ მათთან ვინმე ჩავა და ეტყვის, რომ ვაქცინა ერთადერთი გზაა მსოფლიო პანდემიის დასამარცხებლად.
გიგლა თუმანიშვილის სიუჟეტი - "ჩავარდნილი ვაქცინაცია"