უსამართლობა - სწორედ ამ განწყობითა და მოტივით, ყინწვისის მოსახლეობა სასულიერო პირებს უპირისპრიდება და მიწების ყველასათვის სამართლიან განაწილებას ითხოვს. ბოლო წვეთი ახალი კონსტურქციის მშნებელობა გახდა, რომელსაც ყინწვისში მოღვაზე ბერი ნაომი საკუთარი საქონლისთვის იშენებს.
ადგილი კი საძოვრებისკენ მიმავალ გზას ხერგავს და მწარე გამოცდილებით ყველა ხვდება, რომ შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა საძოვრების მითვისება გახდეს და სოფლის მაცხოვრბელები საერთოდ მშივრები დარჩნენ.
ძამას ხეობაში მიწები დიდი ხანია დაპირისპირების და გარჩევების მიზეზია - ქონების ნაწილი კი არა საპატრიარქოზე, არამედ პირდაპირ სასულიერი პირების პირად საკუთრებაში გადადის, რაც მოსახლეობის პროტესტს კიდევ უფრო ამძაფრებს.
მამა ნაომის ერისკაცობის დროინდელ ცხოვრებაზე ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად ინტერნეტში შეხვდებით არაერთ სტატიას მის სასწაულმოქმედ უნარზე - ლოცვით განკურნოს სიბრმავე, სიყრუე და სიმსივნეც კი. მოისმენთ იმასაც, როგორ არაფრად მიიჩნევს ხორციელ სიცოცხლეს, რამდენად დაბალი და მოკრძალებულია მისი კელია. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მამა ნაომთან კითხვების დასასმელად ასულებს სრულიად სხვა სიტუაცია დაგხვდა.
მამა ნაომის სამყოფელი სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ნაწილისგან განცალკევებით დგას, იქ მოსახვედრად ყინწვისის ხეობა უნდა გადაიაროთ, სადაც ვიტრაჟებით გაწყობილი მდიდრული სატრაპეზო შეგხვდებათ. საცხოვრებელი კელიები ბუნებაშია შეჭრილი, იქვე დგას მისი საკუთარი ეკლესია სოფლის ხედით, სადაც მხოლოდ მამა ნაომი სწირავს. თავად მამა ნაომმა კამერის გამოჩენისთანავე თავი კელიას შეაფარა, ჩვენთან საკონტაქტოდ კი სხვა სასულიერო პირი გამოგზავნა.
ნინო ჟიჟიაშვილის რეპორტაჟი: "ძამას ხეობის მდიდარი ბერები"