150 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა იმ კომპანიისთვის, რომლის დამფუძნებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომლის სხვა კომპანიები შავ სიაში ხვდებიან.
"ილი ჯგუფს" უპირობო ლიდერობა ყველა ტენდერში არაერთ კითხვას აჩენს - დეკლარირებულად კომპანიის დამფუძნებელი ოცნების შემწირველია, არადეკლარირებულად კი ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა შავი სალარო იყოს სახელისუფლებო პარტიისთვის. ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ დამფუძნებელზე აღძრული საქმეები შესაძლოა ერთგვარი დამოკლეს მახვილი იყოს ხელისუფლების ხელში - რომელიც ყველაგან და ყოველთვის მძევლებით ვაჭრობს.
ნანიკო სისვაძის სიუჟეტი - "ტენდერები ნაცნობობით"