მკვლელობა ბოლნისში - არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ კაცი დმანისიდან იყო და ბოლნისში მუშაობდა.
გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.