4 მლნ დოლარის ღირებულების 10 000 ფლაკონი "რემდესივირი" საჩუქრად მივიღეთ - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, საქართველომ ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისგან საჩუქრად მიიღო 4 მილიონი დოლარის ღირებულების, 10 ათასი დოზა მედიკამენტი "რემდისივირი".

ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა:

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში... მედიკამენტი უკვე თბილისშია", - წერს ცერცვაძე.

ცნობისთვის, "რემდისივირი" კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს ენიშნებათ, რომლებიც კლინიკასი იმყოფებიან და ჟანგბადდამოკიდებულები არიან. "რემდესივირი" ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაშია ეფექტიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი