ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 179 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 163 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,8 მილიონზე მეტი.