მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება - საიას მონიტორინგის ანგარიში

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარი სასამართლოში ე.წ. კლანურ მმართველობას შეეხებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, მას ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი რეგულაციები, რომლის მეშვეობითაც, მის შემადგენლობაში ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან. ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტში არამოსამართლე წევრთა არჩევის წესი დამოუკიდებელი, კლანისა და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პირების არჩევას ვერ უზრუნველყოფს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად საბჭოს რეფორმების გარეშე შეუძლებელია.

კვლევა ასევე მოიცავს საბჭოს მუშაობის შესახებ სხვა მონაცემებს, სადაც ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის სასამართლო სისტემას დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბებაში. ამის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ კლანი საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეს უადვილებს პროცედურები, რომლებიც კვლავ შეიცავს ხარვეზებს.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის, გასაჩივრების მექანიზმი გათვალისწინებული არ არის. ამასთან, თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას, მოსამართლე გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოსცემს სამართლებრივ აქტს უვადოდ განწესების მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საკითხი კენჭისყრაზე არ დგება. 

ასევე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის დროს გასაუბრებები დახურულ ფორმატში ტარდება.

ამასთან, მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანისას საბჭო არ აქვეყნებს ინფორმაციას პროცესის დაწყების, მონაწილეთა რაოდენობისა და ვინაობის შესახებ.

ანგარიში ეხება კიდევ ერთ საკითხს, დისციპლინურ სამართალწარმოებას. საიას ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოწვევად რჩება დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის არასათანადო საკანონმდებლო რეგულირება და საბჭოს მიერ ამ პროცესში გაუმჭვირვალე პრაქტიკა.

ასევე ორგანიზაციის შეფასებით, ცალკე პრობლემაა საბჭოს გამჭირვალობა. მათი თქმით, ბუნდოვანია საბჭოს დახურვის პროცედურებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი