იმედია ეს არ დაგვემართება - ამბობს მამუკა მდინარაძე პანდემიის მეოთხე ტალღისა და ზაფხულის სეზონის შემდეგ, ისევ შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
ვაქცინაციაზე საუბრისას, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს რომ აქვს ინფორმაცია წარმატებული მოლაპარაკებების თაობაზე და "თვე-თვენახევარში ვაქცინები ამოსარჩევად გვექნებათქო ამის თქმა მინდა, გადაჭარბებული ნათქვამი თუ არ იქნება"
რამდენიმე კომპანიასთან წარმატებით მიდის მოლაპარაკებები და გარდა იმისა რაც გვაქვს და პრაქტიკულად ეს მარაგი იწურება, ვიცით, რომ წარმატებით დასრულდება, მათ შორის ფაიზერთან მიღწეულია პრაქტიკულად შეთანხმება, გაფორმების ეტაპზეა და დაახლოებით მომდევნო თვის ბოლომდე გვექნება რამდენიმე ვაქცინა საქართველოში და ისეთი რაოდენობით რომ ამ საუბრის საფუძველიც აღარ გვექნება" ამბობს მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში, გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან