
"პროკურორს აქვს დისკრეცია და ვერ მივუთითებ მე, გადაწყვიტოს, დაკითხოს თუ არა... როგორც კი მე ვიტყვი, უნდა დაკითხოს თუ არა, მე ვერევი, არ შეიძლება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" ისაუბრა.
მდინარაძე ამბობს, რომ მას ამ დრომდე არ უნახავს პროკურატურის ბრიფინგი: "ჩემი სისუსტეა ეს.. მომიყვნენ, მონაყოლი ვიცი".
რაში დასჭირდებოდა ვინმეს, მათ შორის თქვენი კოლეგა ტელევიზიის პროდიუსინგს ამ მოკლე საუბარში 170 ჩაჭრა, გაჭრა, გადაბმა და დამონტაჟება. იქ რომ ყოფილიყო დანაშაულის კვალი, 170-ჯერ არ დაჭრიდნენ და მიჩეხავდნენ... - ამბობს მდინარაძე.