ჩაკეტილი სოფლები ბოლნისში - გეტასა და მუშევანს პოლიცია აკონტროლებს

გამოქვეყნდა:

ბოლნისში, სოფელ გეტასა და მუშევანის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. იმის გამო, რომ გუშინ კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე სოფელში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობაა ამოქმედებული. 

ყველასათვის ცნობილია, რომ 18 მაისს მარნეული იხსნება და ამან ყველა დაგვაიმედა, რომ ბოლნისშიც ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, მალე ბოლნისიც გაიხსნება, თუმცა ბოლო ორ დღეში გამოვლენილმა ფაქტებმა ვითარება შეცვალა. სოფელში ხალხი პანიკაში არ არის, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. სოფლებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, - ამბობს ბოლნისში მცხოვრები შუქრუ ალიევი.

ამ დროისთვის, ორივე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ინფიცირებულების კონტაქტებს იკვლევენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი